Accentnews.ge
ჯანმო-ს დირექტორი: "ომიკრონი" ვრცელდება ისეთი ტემპით, რაც არ გვინახავს წინა ვარიანტების შემთხვევაში"

ჯანმო-ს დირექტორი: "ომიკრონი" ვრცელდება ისეთი ტემპით, რაც არ გვინახავს წინა ვარიანტების შემთხვევაში"

14/12/2021 18:32:04 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები.

"სადღეისოდ „ომიკრონის“ შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა და რეალობა ის არის, რომ "ომიკრონი" არის ალბათ, ბევრ ქვეყნებში, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ არის გამოვლენილი. "ომიკრონი" ვრცელდება ისეთი ტემპით, რომელიც არ გვინახავს წინა ვარიანტების შემთხვევაში", - აღნიშნა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.

მან ასევე შეშფოთება გამოთქვა, რომ ადამიანები "ომიკრონს" სერიოზულად არ იღებენ:

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ადამიანები "ომიკრონს" მსუბუქად თვლიან. შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება, კიდევ ერთხელ მიაყენოს დარტყმა მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემებს".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S