
"ემპათიას“ ნევროლოგი: "ექს–პრეზიდენტი იღებდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო, შეიძლება ისე დამძიმდეს, რომ მივიღოთ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი"
14/12/2021 18:00:01 პოლიტიკა, საზოგადოება
ცენტრ "ემპათიის" ნევროლოგის ოთარ თოიძის თქმით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ისე დამძიმდეს, რომ ამან მისი ინვალიდობა გამოიწვიოს.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაში ბოლო დროს ანორექსიის ნიშნები გამოიკვეთა.
"ის იღებდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო. ადამიანი რომელიც პერმანენტულად შიმშილობს, კარგავს გონებას, აქვს წნევის ვარდნები, აქვს სხვადასხვა ნევროლოგიური და არა ნევროლოგიური გართულებები, ამ შემთხვევაში წამლის პატარა დოზაც მოქმედებს, როგორც ტოქსიკური. ეს პოსტტრავმული სტრესია, მაგრამ ამაზე მეტად აწუხებს ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც შეიძლება ისე დამძიმდეს, რომ მივიღოთ, არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი. რამდენიმე დღეა გამოიხატა ანორექსიის მოვლენა, ეს პოსტრესულის გამო თუ მას სხვა მიზეზი აქვს ეს გამოსაკვლევია, ყოველ შემთხვევაში, მას კუჭის მოქმედებასთან ჰქონდა პრობლემები, რომელიც წესით მას არ უნდა ჰქონოდა", – აცხადებს თოიძე.