Accentnews.ge
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, განსაზღვრონ საგანმანათლებლო პროგრამის საფასური

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, განსაზღვრონ საგანმანათლებლო პროგრამის საფასური

14/12/2021 16:45:22 საზოგადოება

პარლამენტის წევრებმა მესამე მოსმენით, 76 ხმით მიიღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, წესრიგდება 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობების დადგენასთან დაკავშირებული საკითხი.

გარდა ამისა, კანონში შესატანი ცვლილებები​თ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S