Accentnews.ge
ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი - სააკაშვილზე: "ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს"

ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი - სააკაშვილზე: "ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს"

14/12/2021 15:54:17 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მისი ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს.

კითხხვაზე, "ადასტურებთ ფარმაკოლოგიურ წამებას?", ექიმმა შემდეგი განაცხადა:

"არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე სააკაშვილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S