Accentnews.ge
Pfizer: "კომპანიის კოვიდ–საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს"

Pfizer: "კომპანიის კოვიდ–საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს"

14/12/2021 12:58:02 მსოფლიო

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer აცხადებს, რომ კლინიკური კველევების ბოლო ეტაპის შედეგების თანახმად, კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აბი სახელწოდებით Paxlovid მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს.

ამასთან, მისი ცნობით, პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონი“ წინააღმდეგ ეფექტურობას ინარჩუნებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კვლევაში მონაწილე იმ პირებს შორის, ვინც Pfizer-ის პრეპარატი მიიღო, არავინ გარდაცვლილა.

აბის მიღება სახლის პირობებში შეიძლება.

Paxlovid-ს გამოყენება შეიძლება, როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასე მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ. Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით უკვე მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S