Accentnews.ge
ავსტრიის კანცლერი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტისთვის სანქციების დაწესება ევროკავშირს ავნებს"

ავსტრიის კანცლერი: "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტისთვის სანქციების დაწესება ევროკავშირს ავნებს"

14/12/2021 12:46:56 მსოფლიო

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ზიანს მოუტანს ევროკავშირს. ამის შესახებ მან Die Welt-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იგი გამოვიდა მოწოდებით, დაიწყოს გაზსადენის ექსპლუატაცია, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებს გაზი და ნავთობი სჭირდებათ.

მისი თქმით, აუცილებელია ენერგომომარაგება რაც შეიძლება დიდი რაოდენობის წყაროებიდან.

მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ გერმანიას მოუწოდა, უარი გააუქმოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს პირდაპირ გერმანიას და ევროკავშირს, უკრაინისთვის გვერდის ავლით.

გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 12 დეკემბერს ეს იმით ახსნა, რომ პროექტი არ უპასუხებს ევროპის სამართლებრივ ნორმებს, ამიტომ "ჯერ–ჯერობით მისი გაშვება არ შეიძლება". ბერბოკის განცხადების შემდეგ ევროპაში ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა პირველად გადააჭარბა 1400 დოლარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S