![აფხაზი ახალგაზრდა, რომელიც საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, საკუთარი აღმოჩენის შესახებ საუბრობს [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/265633817_3441461732645011_9132594005281290242_n.jpg)
აფხაზი ახალგაზრდა, რომელიც საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, საკუთარი აღმოჩენის შესახებ საუბრობს [ვიდეო]
14/12/2021 09:56:48 საზოგადოება
აფხაზმა ახალგაზრდამ – დათო ხაჯიმბამ ოკუპირებული ოჩამჩირიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ახალგაზრდა ჰყვება, თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა და იუსტიციის სამინისტროში საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნის თაობაზე განაცხადიც წარადგინა.
„მინდა, აქ ვიცხოვრო, რადგან აქ მომწონს და კარგად ვარ“,– ამბობს ახალგაზრდა.
როგორც ირკვევა, დათო ხაჯიმბა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ნაწილიდან დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და საკუთარი შთაბეჭდილებები „რუსთავი 2“–ს გაანდო:
„პირველი, რაც აღმოვაჩინე, ყურადღებაა: სადაც არ უნდა შევიდე, როგორც კი იგებენ, რომ აფხაზი ვარ, ჩემს მიმართ თბილ დამოკიდებულებას იჩენენ – ზოგი პირდაპირ მოდის და გეხვევა, ყურადღებას გამოხატავს, ვის როგორ შეუძლია, ისე გეხმარება“.