
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
14/12/2021 07:03:59 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 988 შემთხვევა გამოვლინდა, 3 722 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 პირი გარდაიცვალა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 264 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 991 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.15%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა,
- აჭარა - 239,
- იმერეთი - 658,
- ქვემო ქართლი - 215,
- შიდა ქართლი - 312,
- გურია - 158,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 301,
- კახეთი - 170,
- მცხეთა-მთიანეთი - 131,
- სამცხე-ჯავახეთი - 72,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 360, აჭარაში - 511, იმერეთში - 1 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 124, იმერეთში - 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 38, იმერეთში - 31. 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 265 - აჭარაში. 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.