
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4000–მდე შემთხვევა გამოვლინდა
14/12/2021 07:00:27 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4000–მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, კოვიდ- ინფიირების 3 988 შემთხვევა გამოვლინდა, 3 722 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 პირი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 264 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 991 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.15%.