Accentnews.ge
თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ამერიკული კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს

თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ამერიკული კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს

14/12/2021 06:39:24 მსოფლიო

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ამერიკული კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„აღმოსავლეთ ევროპაში, რა თქმა უნდა, არის ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ე.წ. აღმოსავლეთის ფლანგის სახელმწიფოები. თუ გადავხედავთ 2014 წლის შემდეგ განვითარებულ სიტუაციას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებიდან არაერთი ითხოვდა სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდას და მათ დამატებით როტაციულ განლაგებას. შესაბამისად, ეს საკითხი განსახილველ მაგიდაზე იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, – განაცხადა ფსაკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S