ინდონეზიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
14/12/2021 06:23:00 მსოფლიო
ინდონეზიაში, სამრეთ სულავესის პროვინციის სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.
ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როგორ ტოვებს მოსახლეობა მაღაზიებსა და სახლებს.
არსებული ინფორმაციით ევაკუაცია დაიწყო საავადმყოფოებშიც.


