რუსეთი ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების განათავსებას არ გამორიცხავს
14/12/2021 06:16:14 მსოფლიო
რუსეთი ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების განათავსებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
"თუ დასავლეთი ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული ძალების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე უარს იტყვის, რუსეთს მოუწევს იმოქმედოს. პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტის კუთხით პროგრესის არარსებობა რუსეთს სამხედრო გზით, სამხედრო ტექნოლოგიით რეაგირებისკენ უბიძგებს", – განაცხადა რიაბკოვმა.
ნატო-ში აცხადებენ, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები არ განთავსდება. თუმცა რიაბკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ალიანსს არ ენდობა.
საშუალო რადიუსის - 500-დან 5500 კმ-მდე - ბირთვული რაკეტები ევროპაში 1987 წელს საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აიკრძალა. ვაშინგტონმა ხელშეკრულება 2019 წელს ცალმხრივად დატოვა, რის მიზეზადაც რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების წლების მანძილზე დარღვევა დაასახელა.


