აშშ-ის მოქალაქეებს, მათ შორის იტალიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ
14/12/2021 06:02:53 მსოფლიო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამერიკელებს, მათ შორის იტალიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, – იუწყება Reuters.
CDC–მ იმ მიმართულებების ჩამონათვალს, სადაც, მისი შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით „ძალიან მაღალი“ რისკი არსებობს, იტალია, გრენლანდია და მავრიკიც დაამატა.
ცნობისათვის: იტალიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 12 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 98 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან 5.24 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 134 929 პაციენტი დაიღუპა.


