Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციები დაუწესა

14/12/2021 05:50:24 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციები დაუწესა. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 8 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი, რომელთაც სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო ანგარიშები დაუყადაღდებათ და ევროკავშირში ჩასვლა აეკრძალებათ.

სანქცირებულთა შორისაა დიმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის "გრუს" ყოფილი ოფიცერია.

"ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირად არმიასაც უწოდებენ.

ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია კერძო სამხედრო კომპანიების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა "ვაგნერს" და „მის კავშირებს რუსეთის სახელმწიფოსთან“. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტის წევრები „მტკიცედ გმობენ რუსეთის გასამხედროებული ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო სტრუქტურების მიერ სხვდასხვა კონფლიქტის ზონაში ჩადენილ მხეცურ ბოროტმოქმედებებს“. მაშინვე ევროპის პარლამენტის დეპუტატები მიესალმნენ ევროპულ საბჭოში მიღწეულ შეთანხმებას "ვაგნერის" წინააღმდგ სანქციების შემოღების თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S