ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა
13/12/2021 17:57:05 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ოფიციალური რელიზის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის გამო და დაძაბულობის დეესკალაციისთვის, გრძელვადიანი გადაწყვეტის ძიებისთვის, დიპლომატიური არხებით მუშაობას გაუსვა ხაზი.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას და რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაციური ქმედება იქნება სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
სატელეფონო საუბრისას ბორის ჯონსონმა საერთაშორისო დიალოგის და რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მინსკის პროტოკოლის პირობების შესრულებას ყველა მხარემ უნდა სცეს პატივი.


