Accentnews.ge
საქართველო და იტალია სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას გეგმავენ

საქართველო და იტალია სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას გეგმავენ

13/12/2021 16:09:08 საზოგადოება

საქართველო და იტალია სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას გეგმავენ,– ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის რელიზში, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მის იტალიელ კოლეგასთან შეხვედრას ეხება.

ამასთან, რელიზის მიხედვით, მინისტრმა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

ამავე წყაროს მიხედვით, ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს.

მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S