Accentnews.ge
უკრაინის შსს–ს მაღალჩინოსანს  გოგილაშვილს თანამდებობა სკანდალის გამო დაატოვებინეს

უკრაინის შსს–ს მაღალჩინოსანს  გოგილაშვილს თანამდებობა სკანდალის გამო დაატოვებინეს

13/12/2021 15:16:09 მსოფლიო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდ გოგილაშვილი.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 11 დეკემბერს დონეცკის ოლქის შესასვლელთან, სპეციალური ოპერატიული ძალების მოქმედების ზონაში შსს–ს მაღალჩინოსნის მიერ მოწყობილი სკანდალი. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გოგილაშვილის უკმაყოფილება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ის საგუშაგოზე მყოფმა სამართალდამცველებმა ვერ იცნეს, მისი მანქანა გააჩერეს და დოკუმენტები მოსთხოვეს.

ფაქტის გასაჯაროების შემდეგ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. თავად გოგილაშვილმა ბოდიში მოიხადა „თავისი მომეტებული ემოციურობის“ გამო და პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობდა გაერთიანებული ოპერატიული ძალების ზონაში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას.

სკანდალის შემდეგ უკრაინაში მოქმედმა ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა გაარკვია, რომ გოგილაშვილს, რომლის ცოლი, მარია ლევჩენკო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირად თანაშემწედ მუშაობს, რუსეთის მოქალაქის პასპორტს ფლობს.

ოლექსანდრ გოგილაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S