Accentnews.ge
მსოფლიოში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიოში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

13/12/2021 14:19:22 მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, პაციენტი დიდ ბრიტანეთში დაიღუპა.

„სამწუხაროა, რომ, დიახ, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზებას და სამწუხაროა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა ჯონსონმა.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S