JPMorgan ანალიტიკოსები: "ჩვენი ვარაუდით, 2022 იქნება პანდემიის დასრულებისა და გლობალური ეკონომიკის აღდგენის წელი"
13/12/2021 11:13:01 მსოფლიო
აშშ-ის უმსხვილესი ბანკის JPMorgan ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 იქნება პანდემიის დასრულებისა და გლობალური ეკონომიკის აღდგენის წელი".
"ჩვენი ვარაუდით, 2022 წელი იქნება გლობალური ეკონომიკის აღდგენის წელი, გლობალური პანდემიის დასასრული და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი, რაც გვქონდა Covid-19-ის გავრცელებამდე. ეს გარანტირებული იქნება მოსახლეობის ფართო იმუნიტეტის მიღწევითა და ადამიანის გონების დახმარებით, ვგულისხმობ ახალ თერაპიულ საშუალებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი 2022 წელს", – აცხადებს JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსი მარკო კოლანოვიჩი.


