Accentnews.ge
"ევროკავშირი, აშშ და გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ"

"ევროკავშირი, აშშ და გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ"

13/12/2021 11:05:17 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცადებს, რომ ევროკავშირი, აშშ-ისა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, თუმცა, მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება დღეს არ მოხდება.

„ჩვენ შეკავების რეჟიმში ვიმყოფებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გავაგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას რუსეთისთვის მაღალი ფასი ექნება. ჩვენ, შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, კოორდინირებულად განვიხილავთ, რა, როდის და როგორ შეიძლება დაწესდეს", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური ზომებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S