Accentnews.ge
"კოვიდ–ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ მას უნდა დავხვდეთ იმუნური ბარიერით"

"კოვიდ–ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ მას უნდა დავხვდეთ იმუნური ბარიერით"

13/12/2021 10:41:45 საზოგადოება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ "კოვიდ–ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ მას უნდა დავხვდეთ იმუნური ბარიერით".

იგი განმარტავს, რა შემთხვევაში აქვს აზრი „მწვანე პასპორტის“ მოქმედებას:

„მწვანე პასპორტის“ აზრი:

  • აცრა (3 დოზა);
  • გადატანილი ინფექცია (180 დღე);

ამ ორ შემთხვევაში 10-11-ჯერ მცირდება კოვიდით გარდაცვალების რისკი;

  • ტესტირებით (PCR, ანტიგენი) დახურულ სივრცეში აუცრელის და გადაუტანელი ინფექციის მქონე პირის დაშვება სხვებისთვის უსაფთხოა, მაგრამ მისთვის დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია და შესაბამისად, სიკვდილის. შესაბამისად, „მწვანე პასპორტის“ აზრია უპირატესად აუცრელების დაცვა აცრილებისგან და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან.

ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ ერთადერთი შანსია მას დავხვდეთ იმუნური ბარიერით!!!“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში "მწვანე პასპორტების" კონცეფცია 1 დეკემბერიდან ამოქმედდა. "მწვანე სტატუსი" აქვს ადამიანს, რომელმაც გადაიტანა Covid-19 ნებისმიერ დროს, აცრილია ორჯერადად, ჩატარებული აქვს ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი, ან ბოლო 72 საათის PCR-ტესტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S