
როდემდე გაგრძელდება არდადეგები სკოლებსა და ბაღებში
13/12/2021 09:07:09 საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება. სწავლა 2022 წლის 17 იანვარიდან განახლდება.
რაც შეეხება ბაღებს, ბაღები 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.