Accentnews.ge
ბალტიის ზღვაში ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

ბალტიის ზღვაში ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

13/12/2021 08:25:50 მსოფლიო

ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმსა და შვედეთის ქალაქ ისტადს შორის ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა.

ერთი გემი რეგისტრირებულია დანიაში, მეორე ხომალდი კი ბრიტანულია.

დანიური გემის ბორტზე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ამობრუნდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა უცნობია.

ინციდენტი შვედეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა და დანია შვედეთის ხელისუფლებას სამაშველო ოპერაციაში დახმარებას უწევს.

მომხდარის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S