Accentnews.ge
პუტინი: "1990-იან წლებში თავს ტაქსაობით ვირჩენდი"

პუტინი: "1990-იან წლებში თავს ტაქსაობით ვირჩენდი"

13/12/2021 07:25:04 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ 1990-იან წლებში თავს ტაქსაობით ირჩენდა. ამის შესახებ პუტინი ფილმში „უახლესი ისტორია“ საუბრობს.

„ზოგჯერ თავის რჩენა ტაქსაობითაც მიწევდა. არასასიამოვნოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამეც იყო“, - აღნიშნავს პუტინი.

2018 წელს რუსეთის ლიდერი ამბობდა, რომ 1990-იან წლებში მზად იყო ტაქსის მძღოლად ემუშავა. მისი თქმით, ასეთი აზრი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სანქტ-პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი, რომლის საარჩევნო შტაბის უფროსიც მაშინ პუტინი იყო, 1996 წელს გუბერნატორის არჩევნებში დამარცხდა.

ფილმში არაფერია დაზუსტებულად ნათქვამი იმაზე, კერძოდ, რა პერიოდში ირჩენდა პუტინი თავს ტაქსაობით.

ფილმში „უახლესი ისტორია“ პუტინი უკიდურესად ნეგატიურად ლაპარაკობს საბჭოთა კავშირის დაშლაზე, რომელსაც იგი უწოდეს „ისტორიული რუსეთის დაშლას“, რასაც შედეგად მოჰყვა იმის დაკარგვა, მისი თქმით, „რაც ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S