Accentnews.ge
"თუ გსურთ, იყოთ ოპტიმალურად დაცული, უნდა მიიღოთ „ბუსტერი“

"თუ გსურთ, იყოთ ოპტიმალურად დაცული, უნდა მიიღოთ „ბუსტერი“

13/12/2021 06:42:59 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს სავარაუდოდ, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ორი საწყისი დოზისგან გამოწვეული დაცვის თავიდან არიდება შეუძლია.

"ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმარისად მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ. მოვუწოდოთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან აცრილები, რომ აიცრან. მათ კი, ვინც აცრილები არიან, მიიღონ „ბუსტერ“ დოზა, რადგან თუ გსურთ, იყოთ ოპტიმალურად დაცული, ნამდვილად უნდა მიიღოთ „ბუსტერი“, - განაცხადა ფაუჩიმ.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არაა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S