თურქეთში "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დადასტურდა
12/12/2021 11:12:35 მსოფლიო
თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონი" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულში და ხუთი შემთხვევა – დასავლეთის პროვინცია იზმირში.
მინისტრის თქმით, დაფიქსირებულ შემთხვევებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. როგორც მან აღნიშნა, კოვიდის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არაა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ.


