Accentnews.ge
აშშ-ის 6 შტატს ტორნადომ გადაუარა, დაიღუპულია, სულ მცირე, 80 ადამიანი

აშშ-ის 6 შტატს ტორნადომ გადაუარა, დაიღუპულია, სულ მცირე, 80 ადამიანი

12/12/2021 11:05:23 მსოფლიო

აშშ-ის 6 შტატს ტორნადომ გადაუარა. სტიქიას, სულ მცირე, 80 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქია იყო არკანზასის, ილინიოსის, კენტუკის, მისისიპის, მისურისა და ტენესის შტატებში.

CNN-ის მეტეოროლოგების თქმით, ტორნადოების რიცხვი 30-ზე მეტი იყო.

კენტუკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამ შტატში, კენტუკის ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს ღამეს 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კენტუკის შტატში ტორნადომ დაანგრია სანთლის ქარხანა, დასავლეთ ილინიოსში – კომპანია Amazon-ის საწყობი და არკანზასში – მოხუცთა თავშესაფარი.

კენტუკიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სტიქიას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "წარმოუდგენელი ტრაგედია" უწოდა. მისივე თქმით, გეგმავს, თავად ჩავიდეს სტიქიის ზონებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S