Accentnews.ge
სამხარაძე: "8 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა"

სამხარაძე: "8 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა"

11/12/2021 15:48:08 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 8 ამერიკელმაკონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა.

"ჩვენი [საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია] ერთკვირიანი ვიზიტის შესანიშნავი დაგვირგვინება ვაშინგტონში. 8 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართა. ეს არის კარგი ნაბიჯი აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. მადლობა ლიდერობისთვის კონგრესმენ კეროლ მილერს", – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S