Accentnews.ge
ბრიტანელი მეცნიერები – "ომიკრონისგან" დასაცავად კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა საკმარისი არ არის

ბრიტანელი მეცნიერები – "ომიკრონისგან" დასაცავად კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა საკმარისი არ არის

10/12/2021 17:06:40 მსოფლიო

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონისგან" დასაცავად კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზა საკმარისი არ არის.

მათი თქმით, "ომიკრონისა" და "დელტას" შემთხვევების კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, ვაქცინები ნაკლებად ეფექტური იყო ახალი ვარიანტის შესაჩერებლად. თუმცა, მესამე გამაძლიერებელმა ე.წ. ბუსტერ დოზამ მნიშვნელოვნად გაზარდა დაცვა. მესამე დოზის გაკეთების შემდეგ ეფექტიანობა 75%-მდე გაიზარდა.

ბრიტანელი მეცნიერები მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის: კომპანია BioNTech-ში, რომელიც Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობს, თვლიან, რომ "ომიკრონის" შტამის გავცელებასთან დაკავშირებით მესამე - ბუსტერული აცრა უკვე სამ თვეში უნდა გაკეთდეს.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არაა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S