Accentnews.ge
მედია – ევროკავშირი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციებს დაუწესებს

მედია – ევროკავშირი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციებს დაუწესებს

10/12/2021 16:26:50 მსოფლიო

15 დეკემბერს ევროკავშირი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სანქციებს დაუწესებს, – იუწყება Reuters. გადაწყვეტილებას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიღებენ.

გამოცემის ცნობით, ცხრაზე მეტი ადამიანი, ვისაც კავშირი აქვს "ვაგნერთან" Reuters–ს ესაუბრა კრემლის სახელით წარმოებული საიდუმლო სამხედრო მისიების შესახებ უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში. რუსეთის ხელისუფლება აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია კერძო სამხედრო კომპანიების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევები. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა "ვაგნერს" და „მის კავშირებს რუსეთის სახელმწიფოსთან“. ტექსტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტის წევრები „მტკიცედ გმობენ რუსეთის გასამხედროებული ორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო სტრუქტურების მიერ სხვდასხვა კონფლიქტის ზონაში ჩადენილ მხეცურ ბოროტმოქმედებებს“. მაშინვე ევროპის პარლამენტის დეპუტატები მიესალმნენ ევროპულ საბჭოში მიღწეულ შეთანხმებას "ვაგნერის" წინააღმდგ სანქციების შემოღების თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S