Accentnews.ge
"რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დაძაბულობის შესამცირებლად"

"რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დაძაბულობის შესამცირებლად"

10/12/2021 14:43:43 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დაძაბულობის შესამცირებლად".

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს.

„რუსეთმა დეესკალაცია უნდა დაიწყოს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დაუბრუნდეს დიპლომატიას. კრიზისი პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას მოითხოვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი კვლავინდებურად უჭერს მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S