აშშ-მა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა
10/12/2021 08:31:57 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდრ ტუპიცკის სანქციები დაუწესა.
უკრანული მედიის ცნობით, ტუპიცკი სანქციების სიაში მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების გამო კერძოდ კი, უკრაინის სასამართლო სისტემაში მუშაობისას ქრთამის აღების გამო მოხვდა. სანქცია დაეკისრა მოსამართლის ცოლს ოლგა ტუპიცკაიასაც.
სანქციები შეეხო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს - ანდრეი პორტნოვსაც. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მან მექრთამეობით უკრაინის სამართალდამცველ და სასამართლო აპარატების წარმომადგენლებთან ფართო კავშირები გააბა. იგი სანქცირებულ პირთა სიაში "მაგნიტსკის კანონის" ფარგლებში შეიყვანეს, მისთვის აშშ-ში შესვლა აკრძალულია, ყადაღა დაედება ქონებასა და საბანკო ანგარიშებს.


