Accentnews.ge
"პუტინი ცდილობს, საერთაშორისო წესები შეცვალოს და გაავრცელოს იდეა, რომ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები"

"პუტინი ცდილობს, საერთაშორისო წესები შეცვალოს და გაავრცელოს იდეა, რომ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები"

10/12/2021 07:35:06 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, საერთაშორისო წესები შეცვალოს და გაავრცელოს იდეა, რომ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები.

მისი თქმით, დაუშვებელია, დიდმა ქვეყნებმა სხვა ქვეყნების საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ მხარს დაუჭერს დიალოგს, "რომელიც არანაირად არ ნიშნავს დათმობას".

"ჩვენ ვმუშაობთ ნატო–ს მოკავშირეებთან, სხვა ევროპელ პარტნიორებთანაც, რათა სრულად ვიყოთ კოორდინაციაში. ვითარების დეესკალაციის კონტექტსში მხარს დავუჭერთ დიალოგს მხარეებს შორის. ეს მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ნატო-ს. დიალოგი მოიცავს, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს კონტექსტს, ასევე ეუთო-ს და სხვა მექანიზმებს – ყველა ეს მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაციისთვის. თუმცა დიალოგი არ არის დათმობა. თუ დიალოგს შეუძლია, დაძაბულობის განმუხტვა, ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება, იყოს კონსტრუქციული ელემენტი და ეს არის ის, რისი მხარდაჭერაც გვსურს და დავუჭერთ კიდეც მხარს. ეს დიალოგია და არა მოლაპარაკებები. ეს არ არის მოლაპარაკებები რომელიმე ქვეყნის საზღვრების ბედთან დაკავშირებით. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკრაინაზე, მარგამ სურათი უფრო ფართოა, რადგან ვლადიმირ პუტინი ცდილობს, საერთაშორისო წესები შეცვალოს და გაავრცელოს იდეა, რომ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები, რომ დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ იარაღის მუქარით შეცვალონ საზღვრები. ეს არ შეიძლება, მოხდეს და არ უნდა მოხდეს დღევანდელ სამყაროში. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დათმობა არ არსებობს. ამაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“, – განაცხადა პრაისმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. მისივე თქმით, აშშ-ს მიაჩნია, რომ დაძაბულობის განმუხტვისთვის საუკეთესო საშუალება არის დიპლომატიური გზა – მინსკის შეთანხმების სრულფასოვნად განხორციელება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S