
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
10/12/2021 06:42:20 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 3 454 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან 3 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 925 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 698 PCR ტესტით.