თეთრი სახლი: "ბაიდენმა ზელენსკის აშშ–ის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დაუდასტურა"
10/12/2021 06:13:29 მსოფლიო
თეთრი სახლი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ბაიდენმა ზელენსკის აშშ–ის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დაუდასტურა".
"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და მკაფიოდ განაცხადა, რომ შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები მკაცრი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. ამასტან, მან გარკვევით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთგულები არიან პრინციპის : „არავითარი გადაწყვეტილებები ან დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“. ლიდერებმა რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს და შეთანხმდნენ, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა კონფლიქტების მოგვარებაში", – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


