Accentnews.ge
რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს

რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს

10/12/2021 06:05:10 მსოფლიო

9 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა გააფრთხილა უკრაინა, რომ „ჩახშობილი“ იქნება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ კიევის შეტევის ნებისმიერი მცდელობა.ასთან, უცხოეთის სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის დროს, გენერალმა გერსიმოვმა საყვედური გამოთქვა რუსეთის საზღვართან ნატო–ს გაძლიერების და ალიანსის სამხედროების მიერ ჩატარებული წვრთნების რაოდენობის გამო.

იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა მძიმე ტექნიკის კონცენტრაციის აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზის მახლობლად, რაშიც რუსეთის ვერსიით, კიევს ნატო უწევს დახმარებას.

ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე მოვლენები მას გენოციდს აგონებს.

მისივე თქმით, რუსოფობია გენოციდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

„ის, რაც ახლა ხდება დონბაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის. ეს რა თქმა უნდა, გენოცის ჰგავს“, – განაცხადა პუტინმა.

ამ ბრალდებების ფონია აშშ-ისა და ნატოს ხელთ არსებული საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც მოწმობს რუსეთის სახმელეთო, სადაზვერვო და მოტორიზებული ძალების კონცენტრაციას უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიაზე.

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა მორიგი მოლაპარაკებები გამართეს, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული დასავლეთის მზარდი შეშფოთებისა და აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებით უკმაყოფილო რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების ფონზე.

ამ შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა ინფორმაცია მიაწოდა ნატოს ევროპელ მოკავშირეებს.

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები 1,5 საათი გაგრძელდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ნატო-ში შესვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, ბაიდენი დაჰპირდა ზელენსკის, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო დახმარებას, რათა ქვეყნის გარედან მომავალ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ბაიდენმა ზელენსკის აუწყა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, კრემლს მკაცრი სანქციები დაუწესდება.

მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაუშვებელია, დიდმა ქვეყნებმა ძალის გამოყენებით შეცვალონ სხვა ქვეყნების საზღვრები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს არავითარი შეთანხმება არ შემდგარა და დათმობაზე არავინ წასულა.

როგორც ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი საკითხები პრეზიდენტების შეხვედრის დროს არც კი განხილულა:

„ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან და პრეზიდენტი ბაიდენი ცოტა ხნის წინ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით. პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ნატო-ს მოკავშირეებს. კერძოდ ბუქარესტის ცხრიანის წევრ სახელმწიფოებს. ვმუშაობთ სხვა ევროპელ პარტნიორებთანაც, რათა სრულად ვიყოთ თანხვედრაში. ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის განმუხტვის კონტექსტში. მხარს დავუჭერთ დიალოგს მხარეებს შორის. ეს მოიცავს რუსეთს, უკრაინასა, ნატო-ს. დიალოგი ჩვენ ვიცით, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს კონტექსტში, ასევე ეუთო-ში და სხვა მექანიზმები. ეს მექანიზმები მიმართულია სიტუაციის დეესკალაციისკენ და გამოყენებული იყო ცივი ომის დროსაც და შემდეგაც. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ დიალოგი შედეგს ამ შემთხვევაშიც არ გამოიღებს. თუმცა დიალოგი არ არის დათმობა. დიალოგი არ არის კომპრომისი“.

ნედ პრაისის თქმით, ეს დიალოგია და არა მოლაპარაკებები:

„ეს არ არის მოლაპარაკებები რომელიმე ქვეყნის საზღვრებთან დაკავშირებით. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკრაინაზე, მარგამ სურათი უფრო ფართოა, რადგან ვლადიმერ პუტინი ცდილობს, საერთაშორისო წესები შეცვალოს. მას სურს, გაავრცელოს იდეა, რომ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები, რომ დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ იარაღის მუქარით შეცვალონ საზღვრები. ეს არ შეიძლება მოხდეს და არ უნდა მოხდეს დღევანდელ სამყაროში“.

მისივე თქმით, დიალოგი რუსეთთან შეიძლება შეეხოს ნატო-ს ამოცანებს, მიზნებს, რომელიც შესაძლოა, კრემლში „არასწორად ესმით“.

„თუ რუსეთს რამე არასწორად ესმის, თუ მას არ ესმის, რა არის ნატო ან რა არ არის ნატო, რა სურს ნატო-ს და რა არ სურს, ამის განმარტებაში დიალოგი დაგვეხმარება.

ჯო ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტს თვალებში შეხედა და მკაფიოდ განუმარტა, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია“.

მისივე თქმით, აშშ-ს მიაჩნია, რომ დაძაბულობის განმუხტვისთვის საუკეთესო საშუალება არის მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S