Accentnews.ge
აშშ-მა ყოფილ უკრაინელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ყოფილ უკრაინელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

09/12/2021 18:42:29 მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ექს–პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ თანაშემწეს ანდრეი პორტნოვსა და მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს სანქციები დაუწესა.

მას ეკრძალება აშშ-ში შესვლა, ყადაღა დაედება აშშ-ში არსებულ მის ქონებას და საბანკო ანგარიშებს.

როგორც განიმარტა, იანუკოვიჩის ყოფილმა თანაშემწემ მექრთამეობით უკრაინის სამართალდამცველ და სასამართლო აპარატების წარმომადგენლებთან ფართო კავშირები გააბა.

ცნობისთვის: პორტნოვი სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდა „მაგნიტსკის კანონის“ ფარგლებში. ხსენებულ სიაში სახელმწიფო მდივნის ხელმოწერით შეჰყავთ სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბური კორუფციასთან არიან დაკავშირებული მაღალჩინოსნები.

ანდრეი პორტნოვი 2014 წლის თებერვლამდე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და დაკავებული იყო სასამართლოების საკითხებით. მან უკრაინა 2014 წლის 22 თებერვალს ქვეყნიდან პრეზიდენტ ვიქტორი იანუკოვიჩის გაქცევისთანავე დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ეროვნული უშიშროების სამსახურისგან პოლიტიკოსის დაკავება მოითხოვა. 2014 წლის მარტში ევროკავშირმა და კანადამ პორტნოვი იმ უკრაინელ მოქალაქეთა სიაში შეიყვანა, რომელთა მიმართაც ფინანსური სანქციები მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S