მედია – შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანდგურებლები ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ
09/12/2021 12:28:18 მსოფლიო
შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანდგურებლები ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ, – იუწყება Reuters საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყდნობით.
მისივე ცნობით, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ორი სამხედრო და ერთი საწვავის შემავსებელი ფრანგული თვითმფრინავი გადაადგილდებოდა, რომლებიც ნატო-ს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდნენ.
"ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა, თუმცა მათ მისიის მიმდინარეობა არ შეუფერხებიათ", – აცხადებენ საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში.


