Accentnews.ge
EUobserver „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის კომუნიკეს სამუშაო ვარიანტს აქვეყნებს

EUobserver „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის კომუნიკეს სამუშაო ვარიანტს აქვეყნებს

09/12/2021 09:16:50 პოლიტიკა

EUobserver „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის კომუნიკეს სამუშაო ვარიანტს აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, "ევროკავშირის ლიდერები და ევროკავშირის ხუთი მეზობელი სახელმწიფო 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიზნად ისახავენ, აღმოსავლეთ ევროპაში განგრძობადი დესტაბილიზაციის გამო განგაშის ზარებს შემოკრან“.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონის ბევრ ნაწილში, მათ შორის შავი ზღვის არეალში მუდმივი დესტაბილიზაციისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევების გამო", – ნათქვამია კომუნიკეს სამუშაო ვარიანტში.

გამოცემის ცნობით, "ევროკავშირის ლიდერები დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშესაწყობად განახლებული ძალისხმევისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დაცვისკენ მოწოდებასაც გეგმავენ".

"მხარეთათვის განგაშის საფუძველი უკრაინის საზღვრების სიახლოვეს რუსული ჯარების თავმოყრის, აგრეთვე გასულ წელს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი ომის საკითხებია. ევროკავშირის ლიდერები რეგულარულად ხვდებიან ქართველებს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და მოლდოველებს, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ამ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირები დაამყარონ. ბელარუსიც გზავნიდა მინისტრებს, მაგრამ მინსკმა ეს ჯგუფი ივნისში დატოვა და დაიწყო მიგრანტების გადაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან ევროკავშირის საზღვრებისკენ, რასაც ევროპა „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს და ეს ძალიან უწყობს ხელს დაძაბულობის ზრდას რეგიონში“, – იუწყება EUobserver.

ამასთან, კომუნიკეს კომუნიკეს სამუშაო ვარიანტში ნათქვამია, რომ "ევროკავშირის ქვეყნებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთ ქვეყანასთან ერთად პირობა დადო, რომ ერთობლივად დაუპირისპირდებიან არალეგალურ მიგრაციას, მათ შორის მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას".

„ერთობლივი კომუნიკე იყო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებების აღიარება, რომლებსაც ევროკავშირში სურთ გაწევრიანება“, – წერს გამოცემა. მისივე ცნობით, ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ, თითოეული ამ პარტნიორის სუვერენული უფლების დადასტურებას, თავად აირჩიოს საკუთარი ამბიციის დონე, რომლის საფუძველზეც ევროკავშირთან ურთიერთობებისკენ მიისწრაფვის.

"ევროკავშირი არასდროს დაჰპირებია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გაერთიანებაში გაწევრიანებას, როგორც ამას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დაჰპირდა, მაგრამ მან დაამყარა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და სამივე უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყანასთან", – წერს გამოცემა.

"ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყება შეიძლება, განხილულ იქნას სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ევროკავშირის ლიდერები აგრეთვე მიესალმებიან „კოვიდ-19“-ის ციფრული სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხს საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სამომავლოდ კი აზერბაიჯანთანაც, რომელიც ევროკავშირის ზონაში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას იძლევა. საუბარი არის აგრეთვე საერთო საერთაშორისო სატელეფონო როუმინგ სივრცეზეც, რომელიც ადამიანებს ამ მომსახურებაში მაღალი ფასების გადახდას აარიდებს თავიდან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის კონსტრუქციული პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული", – ნათქვამია კომუნიკეს სამუშაო ვარიანტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სივრცეში აზერბაიჯანი და ბელარუსი ავტორიტარული რეჟიმებით გამოირჩევიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S