
ვატო წერეთელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
09/12/2021 08:36:21 საზოგადოება
"ტვ პირველის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ არ ეძლევა საშუალება მამა ავთანდილ წერეთელი, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით წაიყვანოს.
"6 თვის უკან მამას უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეთ თირკმელზე, ჰქონდა კიბო, რის მერეც ეხლა გვიწევს ისევ გასვლა ქვეყნის გარეთ. 4 დღეა, რაც პროკურატურას მივმართეთ, რომ მას მისცენ საშუალება გავიდეს სამკურნალოდ. 4 დღეა, პროკურატურა საერთოდ პასუხსაც არ გვცემს, ეს არის პირდაპირი ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემ ოჯახზე, მას უნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრის ლეტალური შედეგი დადგეს, იმიტომ, რომ თქვენ გახსოვთ რამდენიმე ხნის უკან იმდენი ატარეს სასამართლო დარბაზში, ბოლოს გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. ეს არის ჯალათების ხელისუფლება", – აცხადებს ვატო წერეთელი.
მისი თქმით, იგი დაამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პირადად ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა.