Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

09/12/2021 06:56:19 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ- ინფიცირების 3 562 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 პირი, 4 145 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 777 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.22% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.91%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა,
  • აჭარა - 215,
  • იმერეთი - 602,
  • ქვემო ქართლი - 193,
  • შიდა ქართლი - 300,
  • გურია - 76,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253,
  • კახეთი - 159,
  • მცხეთა-მთიანეთი - 89,
  • სამცხე-ჯავახეთი - 76,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 652 საიდანაც: 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 316. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 122, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 32, იმერეთში - 32. 1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 716 - თბილისში, 279 - აჭარაში. 37 188 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 260 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S