Accentnews.ge
ღიბრაძე: "უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა"

ღიბრაძე: "უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა"

09/12/2021 06:53:27 საზოგადოება

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა, - შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ელექტრონულ პორტალზე - www.covidpass.moh.gov.ge , აპლიკაციაში - CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით, დაუბრკოლებლად შეძლონ მწვანე სტატუსით სარგებლობა.

დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება უკვე ძალაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S