"აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას ამ ეტაპზე არ გეგმავს"
09/12/2021 06:22:34 მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში ამერიკიდან გაიგზავნება 60–მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის ბოლო პარტია, რომელიც "მცირე შეიარაღებას და საბრძოლო მასალას" შეიცავს.
როგორც მან აღნიშნა, ამ დახმარების შესახებ შეთანხემა აგვისტოში იქნა მიღებული.


