Accentnews.ge
გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს

გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს

08/12/2021 16:31:27 საზოგადოება

გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლია. მისი ცნობით, 12 წლის მოზარდი თავს უვნებლად გრძნობს.

არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გოგო დღეს დაიკარგა. ოჯახის წევრებმა ბავშვის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ იგი შინ არ დაბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S