
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
08/12/2021 07:00:39 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოიდ–ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და სამ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა,
- აჭარა – 205,
- იმერეთი – 635,
- ქვემო ქართლი – 250,
- შიდა ქართლი – 366,
- გურია – 117,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316,
- კახეთი – 169,
- მცხეთა-მთიანეთი – 92,
- სამცხე-ჯავახეთი – 235,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 298, საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 508, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 601, აჭარაში – 129, იმერეთში – 483.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32.
1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურსასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 312 – აჭარაში. 37 738 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – ერთი.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 7 დეკემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.