
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა
08/12/2021 06:43:07 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 519-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 226 პირს დაუდასტურდა, 4 091 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელია: დღევანდელი 7,67%, ბოლო შვიდი დღის 7,96%, ბოლო 14 დღის – 8,31%.
7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 509 შემთხვევა გამოვლინდა, 4 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 59 კი გარდაიცვალა.