ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ონლაინ–შეხვედრა დასრულდა
07/12/2021 17:52:54 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ონლაინ–შეხვედრა დასრულდა.
თეთრი სახლის ცნობით, აუდიენცია 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
საუბარი პრესისგან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ლიდერებს უკრაინის, ნატოს აღმოსავლეთ გაფართოების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უნდა ემსჯელათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია.


