Accentnews.ge
CNN - ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს გეგმას, რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში როგორ განახორციელოს აშშ–ის მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინიდან

CNN - ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს გეგმას, რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში როგორ განახორციელოს აშშ–ის მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინიდან

07/12/2021 16:44:48 მსოფლიო

ვაშინგტონში ამ დროისთვის უკრაინიდან აშშ–ის მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ქვეყნიდან თანამოქალაქეების ევაკუაციის გეგმას, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – იუწყება CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, "პენტაგონი ამჟამად ყველა ვერსიაზე მუშაობს – აშშ-ის მთავრობის არაარსებითი თანამშრომლების მცირე ევაკუაციით დაწყებული, ამერიკელი მოქალაქეების დიდი ნაწილის ევაკუაციით დამთავრებული".

"ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში უკრაინიდან ევაკუაცია რთული ლოგისტიკური გამოწვევა იქნება", – იუწყება CNN.

„ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილება აქვს პუტინს მიღებული, მაგრამ ის, რაც ვიცით არის ის, რომ მან რუსი სამხედროები, რუსეთის უსაფრთხოების ძალები ისეთ ადგილებში განალაგა, საიდანაც მათ საკმაოდ ყოვლისმომცველი მოქმედება შეუძლიათ“, - განაცხადა CIA-ს დირექტორმა ბილ ბარნსმა.

ცნობისთვის: ამ წუთებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ონლაინ–შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მთავარი საკითხი უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

დასავლეთის ქვეყნები და კიევი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. აღნიშნულს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S