მოსკოვში შეიარაღებული ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, არიან გარდაცვლილებიც
07/12/2021 13:22:22 მსოფლიო
მოსკოვში შეიარაღებული ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. არიან გარდაცვლილებიც.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მამაკაცმა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მრავალფუნქციურ კომპლექს "რიაზანსკიში" სროლა მას შემდეგ გახსნა, რაც დაცვის წევრმა უარი განაცხადა, იგი შენობაში დამცავი ნიღბის გარეშე შეეშვა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, დაჭრილია სამი, მათ შორის - 10 წლის ბავშვი.
ტელეგრამ-არხ "Shot"-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი - 45 წლის მოსკოველი სერგეი გლაზოვი დაკავებულია.


