Accentnews.ge
ჯონსონი: "წინასწარი შეფასებით, "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა"

ჯონსონი: "წინასწარი შეფასებით, "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა"

07/12/2021 12:53:33 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა". ამის შესახებ მან მინისტრთა კაბიეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"წინასწარი შეფასებები მიუთითებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ძველი ვარიანტი "დელტა", – განაცხადა ჯონსონმა.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არაა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S